ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი მელიაზე: პოლიტიკური სვლა აღარ დარჩა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შტურმის მომწყობთა ბრიგადირს უწოდებს.

როგორც ვოლსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მელიას სხვა პოლიტიკური სვლა, გარდა გირაოს სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებისა, აღარ დარჩა.

“პრაქტიკულად, პოლიტიკური სვლა აღარ დარჩა და გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ამ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ეს არის ის როლი, რომელიც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. რაღაც სისულელეებს იგონებენ და ამის გარეშემო უნდათ, რომ შექმნან გაურკვეველი სიტუაცია”, – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. მელიამ ციხე ამნისტიის აქტით ან გირაოს სანაცვლოდ უნდა დატოვოს.

იტვირთბა....