ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, 3-12 მაისის პერიოდში, BUS LANE-ებზე მოძრაობა აკრძალული იქნება

თბილისში, 3-12 მაისის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად, მუნიციპალური ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლებში გადაადგილება აკრძალული იქნება.

ამის შესახებ მეტრონომს დედაქლაქის მერიაში განუცხადეს.

BUS LANE-ებზე გადაადგილების წესის დამრღვევი მძღოლები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 100 ლარით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ 3-12 მაისს, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა იზღუდება. რამდენიმე თვით ადრე, იანვარში დაწესებული შეზღუდვის დროს, თბილისის მერიის ნებართვით, ავტომანქანების მძღოლებს BUS LANE-ებზე მოძრაობის უფლება ჰქონდათ.

 

იტვირთბა....