ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: კოვაქსიდან ფაიზერის გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვაქსიდან ფაიზერის გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ფაიზერთან დამატებით დოზებზე მუშაობა მიმდინარეობს.

“მოკლე ხანში, შესაძლებელია, ბაზარზე ნოვავაქსის მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც კოვაქსის პლატფორმით, ასევე უშუალოდ ნოვავაქსთან მოლაპარაკების საშუალებით. ასევე კოვაქსიდან ფაიზერის გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეიდან ჩინური ვაქცინით – სინოფარმით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

იტვირთბა....