ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 6 მაისს, საქართველო ასტრაზენეკას დამატებით დოზებს მიიღებს.
როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული დოზებით უკვე აცრილი მოქალაქეები მეორედ აიცრებიან. დარჩენილი დოზებით კი, სხვა მოქალაქეები აიცრებიან.
“მოხდება საწოლფონდის მობილიზება, დაახლოებით, 6 000 საწოლი გვინდა რომ იყოს მობილიზებული ამ კვირის ბოლოსკენ იმისთვის, რომ არ იყოს დატვირთულობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეიდან ჩინური ვაქცინით – სინოფარმით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.