ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა: მოხდება ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ტურიზმთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომლების

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის აღდგენის მიზნით, პრემიერმინისტრის დავალებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ღონისძიებები გატარდება იმისთვის, რომ საქართველომ უსაფრთხო მასპინძლის სტატუსი მოიპოვოს.

“დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საუბარია ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაზე. გადავწყვიტეთ, პრემიერმინისტრის დავალებით, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა… ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, ჩვენ და ჩვენ სამინისტროში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორის კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ნებაყოფლობითი, ორგანიზებული ვაქცინაცია. ის კომპანიები და ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება კოვიდ-უსაფრთხოდ და ჩვენ მათ გავუწევთ პრომოუშენს”, – განაცხადა თურნავამ.

იტვირთბა....