აზერბაიჯანი ევროპასთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს
„ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროსაბჭოს გარეშე“ – ასეთი განცხადება გააკეთა აჯერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
“დაფიქრდით როცა თქვენ საუბრობთ ამაზე. პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ პრეზიდენტის პოზიცია. მეორე რიგში, გჭირდებათ თუ არა ეს ინტეგრაცია? რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება იქ? როგორც მეორეხარისხოვანი წევრის, ასოცირებული წევრის თუ როგორც გვერდიდან მომაგრებული ქვეყნის. ასეთი ფორმატი ჩვენ არ გვინდა. იქ სადაც საჭირო იყო, ჩვენ ინტეგრაცია მოვახდინეთ. გავაკეთეთ ეს იმ წლებში, როცა სიტუაცია ევროპაში სხვაგვარი იყო. ვთვლი, რომ თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა? როდემდე შეიძლება გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ? ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროპის საბჭოს გარეშე”-ამბობს ალიევი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადრესატი საინფორმაციო სააგენტო „პირველი“-ის თქმით დასავლელი პოლიტიკოსები არიან, კონკრეტულად ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი და მისი მოადგილე ულრიკ ლუნაჩეკი.
ალიევმა სახელმწიფო მოხელეებისგან მოითხოვა, შეწყვიტონ განცხადებების კეთება იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანს ევროპაში ინტეგრაცია სურს.
“სულიერი კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი გახდა უკვე რელობა ევროპაში, რაც რა თქმა უნდა ჩვენ დაფიქრებას გვაიძულებს და ჩვენს მომავალ საქმიანობაში ამ ფაქტორებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. რა დონეზე უნდა მოახდინოს ქვეყანამ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია? ინტეგრაცია უნდა მოხდეს თუ არა? თუ ჩვენ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ თანამშრომლობის ფორმატს? მე პირადად უკვე არც თუ ისე დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და ვთვლი, რომ ამ თვეში აუცილებელია მომზადდეს მექანიზმი, ფორმატი და თანამშრომლობის კონცეფცია”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.- აცხადებს ალიევი.
აჯერბაიჯანელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ სახელმწიფო მეთაურმა კიდევ ერთხელ მიახვედრა მსოფლიო, რომ ბაქოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა აზერბაიჯანის ნაციონალურ ინტერესებზეა აგებული და ის თავად გადაწყვეტს რომელ გაერთიანებაში შევიდეს.
„აზერბაიჯანთან დიქტატის ენით საუბარი არ შეიძლება, აზერბაიჯანთან შეიძლება მეგობრობა და პარტნიორობა“. – აცხადებს ალიევი. (PIA.GE)