ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაჭარაშვილი მელიაზე: მიხვდა, რომ ციხიდან გმირად ვერ გამოვიდოდა

ქართული ოცნების წევრის, გურამ მაჭარაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მელია მიხვდა, რომ საპატიმროს გმირად ვერ დატოვებდა.

მაჭარაშვილის თქმით, მელია გირაოზე სავარაუდო თანხმობით აღიარებს, რომ არ შეიძლება სახელწმიფო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოიწვიო.

“მიხვდა, რომ მელია ციხიდან გმირად ვერ გამოვიდოდა და შესაბამისად, მიხვდა, რომ საქართველოს სახელმწიფოში არ შეიძლება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოიწვიო სახელმწიფო. გამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის ეს სავარაუდო თანხმობა გირაოზე ნიშნავს, იმის აღიარებას, რომ საქართველოში, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, არ შეიძლება, გამოიწვიო სახელმწიფო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. მელიამ ციხე ამნისტიის აქტით ან გირაოს სანაცვლოდ უნდა დატოვოს.

იტვირთბა....