“აცრების გარეშე, პანდემია არ დასრულდება”, – უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რომელიც დღეს ჩინური ვაქცინით – სინოფარმით აიცრა.
გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
“მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა, გადის ჩვენ ქცევებზე. ნიღბების ტარება აუცილებელია და დაგვჭირდება კიდევ გარკვეული პერიოდი, მაგრამ თუ ავიცრებით 2-ჯერ 60% ჩვენი მოსახლეობის, ჩვენ გარე სივრცეში ამ ნიღაბს მოვიხსნით. ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოში სინოფარმით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.