საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 20 ადამიანი გარდაიცვალა, 1 206 პირი კი, გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9 790, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 802, PCR ტესტით – 4 988
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,05%, ბოლო 14 დღის – 5,02%, ბოლო 7 დღის – 5,74%
კარანტინის რეჟიმში 89, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 209, კლინიკურ სასტუმროში 788 პირი იმყოფება.