საქართველოში დღეიდან, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინური ვაქცინით – სინოფარმით იმუნაზიციის პროცესი იწყება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით, 5 მაისიდან კი, დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.
“საქართველოში სინოფარმით ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.
სინოფარმის ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთს და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჩინური ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე კვირაში გადაწყვეტს.