საქართველოს დავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინით – სინოფარმით საჯაროდ აიცრა.
ვაქცინაცია გამყრელიძეს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რამდენიმე წუთის წინ ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 მაისს სინოფარმით ვაქცინაცია იწყება.