თბილისის რამდენიმე რაიონში, 4 მაისს, სხვადასხვა სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
თელასის ინფორმაციით, ელექტროენერგია შეიზღუდება:
კრწანისის რაიონში
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გორგასლის, ჩხეიძის, ბერძნის, შატაიძის, გრიშაშვილის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, სულხანიშვილის, ნიშნიანიძის, მარტვილის, ნადიკვარის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.