ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.