პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე პაატა ჩიქობავა იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსთავი 2-ს ჩიქობავას ახლობელმა მიაწოდა.
ტელეკომპანია ახლობელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქე დაკავებულია.
შეგახსენებთ, რომ პაატა ჩიქობავასთან დაკონტაქტება 18 აპრილის შემდეგ ვერ ხერხდებოდა.
მისი მეგობრების თქმით, მამაკაცი ემიგრაციაში სამუშაოდ იმყოფება.