პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მამაკაცი 18 აპრილის შემდეგ, კონტაქტზე არავისთან გასულა.
პაატა ჩიქობავას მეგობრები აცხადებენ, რომ ის ემიგრაციაში სამუშაოდ იმყოფება.
დაკარგულს ადგილობრივი პოლიცია ეძებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.