ახალი ამბები კორონავირუსი მსოფლიო

ევროკომისიის რეკომენდაციით, ვაქცინირებულ ტურისტებს ევროკავშირში მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ

ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროკავშირის მასშტაბით არააუცილებელი (ტურისტული) მიზნებით მოგზაურობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ მათ, ვინც ევროპკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინის საჭირო დოზა უკვე გაიკეთა.

ამავე რეკომენდაციის თანახმად, გარდა ვაქცინირებული ადამიანებისა, მოგზაურების უფლება უნდა მიენიჭოთ იმ ქვეყნებიდან შემსვლელ პირებს, სადაც კარგი ეპიდვითარებაა.

რეკომენდაცია მოიცავს ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს გარდა ირლანდისაა. ასევე მოიცავ 4 არაწევრ ქვეყანას, რომლებიც შენგენის ზონას შეუერთდნენ – ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

აღნიშნული რეკომენდაცია საბჭომ 4-5 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განხილოს. საბჭოს შემდეგ კი მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული.

 

იტვირთბა....