ახალი ამბები კორონავირუსი

ივანე ჩხაიძე: 13-დან 3 ვაქცინას აქვს ავტორიზაცია, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაცია უნდა შევაჩეროთ

იმუნიზაციის საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის შეჩერების მიზეზი ვერ გახდება ის, რომ სინოფარმის ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციის ავტორიზაცია ჯერ არ აქვს.

“კვირის დასაწყისში უნდა იყოს ცნობილი ჯანმოს გადაწყვეტილება, მაგრამ ჯანმოს გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი საერთაშორისო სტრქუტურის ავტორიზაცია. დღეისათვის მსოფლიოში 13 ვაქცინა გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში. ასეულ მილიონობით ადამიანს აქვს ეს 13 ვაქცინა გაკეთებული და მხოლოდ 3 მათგანს აქვს ჯანმოს ავტორიზაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაჩეროთ”, – აღნიშნა ივანე ჩხეიძემ.

მისივე თქმით, მოდერნას ვაქცინას ჯანმომ ავტორიზაცია გუშინ მისცა, მაშინ, როცა ამ ვაქცინით აშშ-სა და ევროპაში უკვე დეკემბრიდან დაიწყეს აცრა.

როგორც ცნობილია, ჩინური ვაქცინა სინოფარმით აცრა საქართველოში ხვალიდან დაიწყება. მიიღებს თუ არა სინოფარმი ჯანმოს ავტორიზაციას, ამ კვირაში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....