ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვინ ეთანხმება და ვინ არა NDI-ის შედეგებს?

NDI-მ (ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა) კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა სხვადასხვა საკითხებს მოიცავდა, თუმცა საზოგადოება, უფრო მეტად კი პოლიტიკური წრეები პარტიათა რეიტინგებს ელოდებოდნენ.

კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ მხარს მოსახლეობის 16% პროცენტი უჭერს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 10%,  „თავისუფალ დემოკრატებს“ – 7%.

NDI-მ კვლევები რამდენიმე თვის წინაც გამოქვეყნდა, მაშინ დემოკრატებს 4%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძის “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ კვლევები ზუსტ მონაცემებს არასოდეს ასახავს, თუმცა სოციოლოგიური კვლევები გარკვეული ტენდენციების დასანახად საუკეთესო საშუალებაა.

„ჩვენ ნამდვილად გვაქვს ზრდა, თუმცა, ეს არ გაგვკვირვებია.“თავიუსფალი დემოკრატები“ ძალიან გავაქტიურდით ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ოფისები გავხსენით, დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები, თბილისის მასშტაბით ბევრი კონფერენცია ჩავატარეთ. არც ის გაგვკვირვებია, რომ პირველი და მეორე არჩევანის ჯამით ჩვენ უკვე გავუსწარით „ნაციონალურ მოძრაობას“ და პატარა ინტერვალი დაგვრჩა „ქართულ ოცნებამდე“. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც იზრდება, დანარჩენი ორი პარტია კარგავს ამომრჩევლებს. კიდევ ერთი რამ არის საინტერესო. იქ არის დასმული შეკითხვები, სადაც ნეგატიურ რეიტინგზეა ლაპარაკი. მაგალითად, რომელი პარტია უკეთ შეძლებს პრობლემების გადაჭრას. “არასოდეს მისცემთ ხმაში” არცერთი პროცენტი არ აქვს „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ კვლევით ჩვენი პარტიის მიმართ ნეგატიური განწყობა არ ფიქსირდება ამ არჩევნებში“. – აცხადებს ფანჯიკიძე.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ რეიტინგის ზრდა გარკვეულწინად ე.წ. გაურკვეველი ელექტორატის ხარჯზე მოხდა, ანუ საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა.

ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბაკურ ბაკურაძემ „მეტრონომთან“ კველების კომენტირება არ ისურვა. პარტიამ საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა.

„NDI-ის“ მიერ აქამდე წარმოებული არც ერთი კვლევა არ ასახავდა ობიექტურ სინამდვილეს, ეს არის ფაქტი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებაც აღარ გაურბის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს.  ეს ციფრები არის მანიპულირების კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელსაც „ენდიაი“ ძალიან დიდი ხანია მიმართავს. მინდა გაგახსენოთ ეგვიპტის რევოლუციიდან დაწყებული მუბარაქის მიმართ 95 %-იანი მხარდაჭერა, რომელიც საერთოდ არ გამართლდა, 2012 წელი, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწინასწარმეტყველებდნენ უპირობო გამარჯვებას არჩევნებში და ასევე 2014 წელი, როდესაც ერთ-ერთ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერს 42 %-იან წარმატებას უქადდნენ, მაშინ როცა მან 0,1 %-იც ვერ აიღო. ასე რომ სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, ამ ორგანიზაციას აბსოლუტურად დაკარგული აქვს ნდობა როგორც საზოგადოების, ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრის თვალში“ – ასეთი პოზიცია აქვს ბურჯანაძის პარტიას.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. მისი პარტია რეიტინგებში საერთოდ ვერ მოხვდა.

ჯაფარიძე ნდობას უცხადებს NDI-ის კვლევის შედეგებს, მეტიც საერთაშორისო ორგანიზაციას ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციად თვლის სოციალური კვლევების კუთხით.

„გირჩი“ არ არის ჯერჯერობით პოლიტიკური პარტია, აქედან გამომდინარე ბუნებრიავია, რომ ის ამ კვლევებში ასახული არ არის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ გვქონია. მომავალ წელს გაზაფხულზე ჩატარდება მსგავსი კვლევები და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ იმ კვლევებში ვიქნებით“. – აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით „გირჩი“ აპირებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და NDI-ის კვლევებში „გირჩის“ ვერ მოხვედრაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან გამოკითხვაში „გირჩი“ ნახსენები არ ყოფილა.

„მეტრონომს“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გუგავას. ლეიბორისტების დამოკიდებულება კვლევასთან დაკავშირებითაც ისეთი ხისტია, როგორც სხვა საკითხების მიმართ.

„NDI-ის კვლევები ისეთივე სანდოა, როგორც ივანიშვილის წინასააჩევნო დაპირება. როგორც ჩანს ეს ორგანიზაცია გადაიქცა კორიფციულ შ.პ.ს-დ, რომელიც დებს ისეთ რეიტინგებს ვინც გადაუხდის ფულს იმის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მას არანაირი ნდობა არ გააჩნია, ეს კვლევები რეალობას არ შეესაბამება. „ლეიბორისტული პარტია“ დღეს არსებულ პარტიებს შორის ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს“. -აცხადებს გუგავა.

მშრომელთა პარტია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში მოვა, ამისთვის გუგავას მტკიცებით, პარტიას საკმარისი მხარდაჭერა გააჩნია.

შეგახსენებთ, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ყველა რესპონდენტის 35% პასუხობს, რომ არ იცის, 16% – ქართული ოცნება, 10% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, უარი პასუხზე – 15%, თავისუფალი დემოკრატები – 7%.

კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 64% პასუხობს, რომ, სავარაუდოდ, მიიღებდა, 36% – სავარაუდოდ, არ მიიღებდა.

2016 წელს საპარლამენტო არჩვენებია დაგეგმილი, რომელი პარტია რამდენ პროცენტს მიიღებს, ამას მალე ვნახავთ. მანამდე, წინ კიდევ ერთი NDI-ის კვლევა გველის შესაბამისად ჩვენ პოლიტიკოსებსაც მიეცემეთ საშუალება ნდობა-უნდობლობა გამოუცხადონ სოციალურ კვლევებს, გააკრიტიკონ საერთაშორისო ორგანიზაცია, თავისებურად გაიგონ, გაიაზრონ ერთი შეხედვით საზოგადოდ აღიარებული სოციალური კვლევის მეთოდები.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....