“არავის არ დაუშლია არასდროს არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის თუნდაც ისანში მე და გიორგი ვაშაძე კონკურენტები ვიყავით”, – ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “2021 წლის არჩევნებზე მარცხის ფორმულა იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერს.”
დეკანოიძის თქმით, არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე დაამარცხებს.
“ჩემი მოსაზრება და ზოგადად ხალხის განწყობაც ასეთია, რომ ნიკა შესაძლებელია და აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ჩემი სუბიექტური წარმოდგენით, ერთიანი კანდიდატი. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობის გარეშე ჩვენი მხარდამჭერების გარეშე”. – თქვა ხატია დეკანოიძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება.