ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე პრეზიდენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონი ანტიდემოკრატიულია.

“მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ის არის ანტიდემოკრატიული კანონი და მეორე, ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას ანუ დაბრუნდეს ძველი რედაქცია, რაც იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

იტვირთბა....