შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
როგორც მეტრონომს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სავარაუდოდ მომხდარი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ უბანში 7 წლის ბავშვზე ორი არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული პირი ძალადობდა.