ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაცვლიშვილი: ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა

პარლამენტის დეპუტატი, პარტია ლელო საქართველოსთვის წევრი ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოების ლეგიტიმურ პროტესტს კანონი და სანქცია ვერ შეაჩერებს.

ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტის მიღებით თვითდაზიანება მიიყენა.

“კანონი და სანქცია ვერ შეაჩერებს ლეგიტიმურ საზოგადოებრივ პროტესტს, რომლის კერებიც მრავლად არის საქართველოში. ხელისუფლებამ, ამ კანონპროექტის დაჩქარებულად, ფორსირებულად, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტის მოსმენის კომენდანტის საათის დროს ჩატარების პირობებში, ძალიან სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა. ამის მტკიცებულება არის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი შეფასება”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

 

იტვირთბა....