ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამხარაძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება უსამართლოა

ქართული ოცნების დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას უსამართლოს უწოდებს, სადაც მმართველი პარტიის მიმართ, ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობასთან დაკავშირებით საყვედური იყო გამოთქმული. სამხარაძემ ეს განცხადება პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში 360 გრადუსი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ უსამართლოა. თვითონ კანონმდებლობის შინაარსზე არ წერია, არის პროცედურაზე“, – აღნიშნა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა, რაზეც საქართველოში ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წუხილი იყო გამოთქმული კანონში ცვლილებების ნაჩქარევად მიღებისათვის.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

იტვირთბა....