ახალი ამბები მთავარი

გვარამია ოპოზიციას: საპარლამენტო მუშაობა ვისაც უნდა, ის სესიებს ესწრება

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, პარლამენტში შესული ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერს და მოუწოდებს მათ, რომ პარლამენტში შევიდნენ და შეუქმნან ხელისუფლებას დისკომფორტი.

გვარამიას თქმით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს იმ “რეპრესიული კანონის” მიღებაში უნდა შეეშალათ ხელი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

“2 დღეში სამი მოსმენით მიღებული რეპრესიული კანონის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არ არიან შესული ხელმომწერი პარტიები პარლამენტში? ან სუსის უფროსი ლილუაშვილის მოსმენაზე დასასწრებად და მისთვის უმძიმესი კითხვების დასასმელად?

დიდი ბოდიში, მაგრამ საპარლამენტო მუშაობა ვისაც უნდა, ის სესიებს ესწრება და, თუ ვერაფერს ცვლის, ხელისუფლებას დისკომფორტს მაინც უქმნის.

პრაქტიკულად არავინაა კომიტეტებზე, მარტო ანა ნაცვლიშვილი სხდომათა დარბაზში – ესაა მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება? ბოდიში, ძალიან არა მგონია.

და მთავარი და ძალიან უხერხული (რბილად რომ ვთქვათ) – ჯერჯერობით არც ერთი განცხადება ქვეყნის უნათლესი თავის და დიდი პატრიოტის – გიორგი მუმლაძის დაკავებაზე (მერამდენე!). ბიჭის, რომელიც ყველანაირი დევნის ქვეშაა და რომელიც ერთერთია, ვინც მიშელის დოკუმენტის არსებობა და მისი აქ ჩამოსვლა საერთოდ შესაძლებელი გახადა. აი ამ ბიჭზე – ჯერჯერობით დუმილი”, – წერს ნიკა გვარამია.

დღეს, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

იტვირთბა....