ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის მიერ უკრაინასა და ჩეხეთთან ჩადენილი ქმედებებია დაგმობილი. ასევე რეზოლუციაში საუბარია ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებაც.

რეზოლუციაში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის აგრესიული ქმედებები, რაც საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს არღვევს.

„რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა, რუსეთის აგრესიული ქმედებებით, უკრაინაში დესტაბილიზაციას გამოწვევითა და ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ღია თავდასხმებით არის გამოწვეული. ევროპარლამენტი მტკიცედ გმობს ევროპაში რუსეთის ამ მტრულ საქმიანობას და რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ეს საქმიანობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არღვევს და ევროპის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თუ მომავალში სამხედრო პოტენციალის გაძლიერება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გამოიწვევს, ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა გააგებინოს რუსეთს, რომ ეს ძვირი დაუჯდება.“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

მის მიღებას 548 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 კანონმდებელი წინააღმდეგია იყო, 113 დეპუტატმა თავი შეიკავა.

იტვირთბა....