ახალი ამბები მთავარი

სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასა და მდინარეებში წყლის დონის მატებას ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან 30 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაა მოსალოდნელი.

იტვირთბა....