aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი: დღევანდელი ჩვენი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის მემკვიდრე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღეს ქართული ჯარის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ 30 წელი კი არა, ქართული ჯარი საუკუნეებს ითვლის და დღევანდელი ჩვენი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის მემკვიდრე და ღირსეული მემკვიდრე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სიტყვით გამოსვლისას განცხადა. ~

ზურაბიშვილის განცხადებით, ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები და მათი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სათანადოდ უნდა დავაფასოთ ვეტერანთა ღვაწლი და ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზეც, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს.

“დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო პარტნიორები, ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს.

ეს იყო ბრძოლა ჩვენი დასავლური, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ღირსეული მომავლისთვის… ამიტომ საზღაურიც იყო დიდი… მრავალი გაღებული სიცოცხლე, დაკარგული ჯანმრთელობა, დაობლებული ოჯახები. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას”, – განაცხადა მან.

1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა ეროვნული გვარდია და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო. 1991 წლის 30 აპრილს წვევამდელი სამხედრო მოსამსახურეები გაიწვიეს, ამიტომ ეს თარიღი შეიარაღებული ძალების დღედ გამოცხადდა. 2018 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სახელი გადაერქვა და საქართველოს თავდაცვის ძალები დაერქვა.

იტვირთბა....