ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხიდაშელი: ტრაგედიები ერთმანეთს არ დარდება, არც სახელმწიფოს სახელით ჩადენილ დანაშაულს აქვს ახსნა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ტრაგედიები ერთმანეთს არ დარდება. არც სახელმწიფოს სახელით ჩადენილ დანაშაულს აქვს ახსნა და გამართლება; პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და ყველას ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად უნდა მოეთხოვოს; მჯერა, იმ ადამიანების ნაწილი მაინც, რომელიც დღეს ჯალათებს ამნისტია არ უნდა შეეხოსოსო ამბობს, გულწრფელია ემოციებშიც და განზრახულობაშიც; მათ შორის წარმოიდგინეთ და 26 მაისს ორი მიცვალებულის დამტოვებლების დღევანდელი წუხილის გულწრფელობისაც კი მჯერა,- მაგრამ აი ეს მაგრამ სულ იქნება.

მგონი საკმარისია გაშვერილი თითი 26 მაისს ფარდულზე ორი მიცვალებულის დამტოვებელი დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების და გულხურვალე ნაცებისგან!

საკმარისია! ძალიან შორს წახვედით უკვე! ძალიან ზედმეტებში! და თან ისე რომ ისევ იქ ხართ, 0 მცდელობა იპოვოთ გამოსავალი, ყველა მცდელობა თითგაშვერილებმა სხვებს ლაფი ასხათ! გამოსავალი ეძებეთ, თორემ თქვენც მოგტეხენ მაგ თითს და არც ამ ქვეყანას უჩანს შანსი უკეთესობის; როგორ არ დაგღალათ ამ ფსევდო გმირობანამ და თითის შვერამ”, – წერს თინა ხიდაშელი.

იტვირთბა....