[su_quote]ჩვენთან 400-მდე ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს, მომდევნო კვირაში საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ამ ადამიანებს შესბამისი შეღავათები შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის – იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი, რამდენიმე ასეთ ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი[/su_quote]
ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.