aviabiletebi
მთავარი ციტატა

ტიკარაძე: ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის

ჩვენ სრულად ვიზიარებთ შეზღუდვების თანმდევ სირთულეებს. სწორედ ამიტომ, მივმართეთ ყველა საშუალებას, რათა არ გამოცხადებულიყო კიდევ ერთი  ლოქდაუნი, როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ  ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა.  ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის. მოგახსენებთ, რომ  15 მარტიდან დღემდე აცრილია 40 000-ზე მეტი მოქალაქე. მოსახლეობის ვაქცინებით მოცვასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი ბევრად მასშტაბურია. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ყველა ჯგუფს, განურჩევლად მათი ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსისა, მივეცით აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის საშუალება, რათა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შევძლოთ პროცესის ეფექტური წარმართვა
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....