ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავს გაუჩნდა.
როგორც მეტრონომს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე მეხანძრე-მაშველების ექვსი ჯგუფი მუშაობს.
ამ წუთებში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.