ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერდოღანმა ბაიდენს ოსმალეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართა და სომეხთა გენოციდის აღიარების უკან წაღებას მოსთხოვა. ამის შესახებ ენბისი ნიუსი იუწყება.

ერდოღანი იმედოვნებს, რომ ეს არასწორი შეფასება მალე იქნება უკან წაღებული.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა უსაფუძვლო, არასამართლიანი შეფასება მისცა საუკუნის წინ მომხდარ ამ სევდიან ფაქტს ჩვენს გეოგრაფიულ სივრცეში. იმედი მაქვს პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე გამოასწორებს ამ არასწორ ნაბიჯს”, – განაცხადა ერდოღანმა

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

სომეხთა გენოციდი მსოფლიოს რამდენიმე ათეულ სახელმწიფოს აქვს აღიარებული, მათ შორის არიან კანადა, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, შვეიცარია, რუსეთი და სხვა.

სომეხი ხალხის გენოციდად წოდებული მოვლენა 1915-1918 წლებში მოხდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს. სხვადასხვა წყაროებით ამ წლებში 1 მილიონიდან 1,5 მილიონამდე ეთნიკურად სომეხი დაიღუპა.

იტვირთბა....