ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

თეთრმა სახლმა გაავრცელა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ, სადაც პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას და აღნიშნავს, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს არა მხოლოდ სომეხი ხალხის ისტორიაში, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, რომ ამ დღის გახსენება ვინმეს დადანაშაულებას არ ნიშნავს, ეს არის მხოლოდ იმიტომ, რათა მომავალში არსად მსგავსი აღარასდროს განმეორდეს.

“ყოველ წელს, ეს დღე გვახსენებს ყველა იმ ადამიანის სიცოცხლეს, ვინც ოსმალეთის იმპერიის დროს, სომეხი ხალხის გენოციდის დროს დაიღუპა. 1915 წლის 24 აპრილს, ოსმალეთის ხელისუფლების მიერ კონსტანტინოპოლში, დაპატიმრებულ იქნენ სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოების გამორჩეული წევრები. ხოლო მილიონნახევარი სომეხი გადაასახლეს, ან დახოცეს მათი განადგურების მიზნით. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გაღებულ მსხვერპლს, რადგან არ დაიკარგოს ეს საშინელი ისტორია და ვიფხიზლოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს ის.

ისინი კი ვინც გადარჩნენ, იძულებული გახდნენ ახალი ცხოვრება ახალი მიწაზე ეძიათ, მათ შორის შეერთებულ შტატებში.ძლიერებამ და სიმტკიცემ გადაარჩინა სომეხი ხალხი. ათწლეულების მანძილზე სომეხმა ემიგრანტებმა ბევრი მისცეს შეერთებულ შტატებს და გაამდიდრეს ჩვენი ქვეყანა და ამასთან არასდროს დავიწყებიათ საკუთარი ტრაგიკული ისტორია. ჩვენ პატივს ვცემთ მათ ისტორიას და ვხედავთ მათ ტკივილს. ჩვენ ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმე დავადანაშაულოთ, არამედ იმისთვის, რომ მომხდარი აღარასდროს განმეორდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სომეხთა გენოციდი მსოფლიოს რამდენიმე ათეულ სახელმწიფოს აქვს აღიარებული, მათ შორის არიან კანადა, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, შვეიცარია, რუსეთი და სხვა.

სომეხი ხალხის გენოციდად წოდებული მოვლენა 1915-1918 წლებში მოხდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს. სხვადასხვა წყაროებით ამ წლებში 1 მილიონიდან 1,5 მილიონამდე ეთნიკურად სომეხი დაიღუპა.

იტვირთბა....