ახალი ამბები მთავარი ციტატა

ჯაფარიძე: კრიზისი დასრულებული არაა, კრიზისი არ იყო დამოკიდებული აქ ვინმე შემოვიდოდა თუ არა

[su_quote]ვინმე საღის აზრის მქონე ადამიანი ფიქრობს, რომ ვინც ახლა აქ ვზივართ კრიზის მომგვარებლები ვართ? კრიზისი დასრულებული არაა. კრიზისი არ იყო დამოკიდებული აქ ვინმე შემოვიდოდა თუ არა. ეს არაფერს ცვლის საერთოდ. კრიზისი არის გარეთ ადამიანების თავებში და მთავარი კრიზისი არის ის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს და რაც მთავარია ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ აქ ღირდეს დარჩენა და ცხოვრება. ყველა არის აქედან გაქცევაზე. ეს არის მთავარი კრიზისი. მანამ სანამ გარეთ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაიმე გამოვიდეს. მანამ, სანამ ისინი არ გადაწყვეტენ, რომ აქ ღირს ცხოვრება, აქ ღირს შვილების გაჩენა, მანამდე ეს კრიზისი დაძლეული არ იქნება. მიუხედავად იმისა აქ 2 პარლამენტარი შემოვა ოპოზიციიდან თუ 22[/su_quote]

 

ეს განცხადება პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

იტვირთბა....