ახალი ამბები მთავარი ციტატა

ჯაფარიძე: ამ პარლამენტის ერთადერთი ფუნქციაა, რომ მოამზადოს ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებისათვის, სხვა რესურსი არ გააჩნია

[su_quote]აქ საუბარი იყო, რომ ერთად ვიმუშავოთ ეკონომიკური პრობლემების დაძლევაზეო. ეკონომიკური პრობლემის დაძლევას არ სჭირდება, როგორც აქ ითქვა კონსტრუქციული წინადებები, ეკონომიკური კრიზისი დაძლევას სჭირდება ეკონომიკის გააზრება. როგორ მუშაობს ეკონომიკა. სულ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი, რომ დაიძლიოს ეს. პირველი, რომ სახელმწიფოს ხელში არსებული ამდენი ქონება აღარ იყოს სახელმწიფოს ხელში, და იყოს ადამიანების ხელში, კერძო საკუთრებაში. კიდევ არის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს სანდო ფული და არ “მივაწვეთ” ლარიზაციას, პირიქით, ხალხს მივცეთ საშუალება, რომ რა ფულიც სურს ის გამოიყენოს. ეს არის მათ შორის მთავრობის ხარჯების შემცირება. ათას სიგიჟეში რომ ვხარჯავთ ამ ფულს. ხარჯების შეკვეცა და გადასახადების დაწევა. მაგრამ ნებისმიერი ამ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დათმოს ძალაუფლება. ყველაფერი ეს არის დაკავშირებული რესურსებთან და ფულთან, ეს რესურსები და ფული კი არის პოლიტიკურად გამოყენებული. ამის დათმობა კი არავის უნდა. ამის რესურსი ამ პარლამენტს არ აქვს და ვერც ექნება. ამ პარლამენტს შარლ მიშელის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის დროებითი ფუნქცია, რომ შეასრულოს ის რაც წერია იმ ტექსტში. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანა, ცვლილებების განხორციელბა მართლმსაჯულების სისტემაში, ძალაუფლების დანაწილების რაღაცები, ამ ყველაფრის არ მჯერა. ამ პარლამენტის ერთადერთი ფუნქციაა, რომ მოამზადოს ქვეყანა შემოდგომის თვითმმართველობის არჩევნებისათვის[/su_quote]

 

ეს განცხადება გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

იტვირთბა....