პარლამენტთან მისულ ოპოზიციას აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.
აქტივისტთა ნაწილი იმ ამნისტიის კანონს აპროტესტებს, რომელიც ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სამართალდაცავებსაც შეეხება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები დარეგისტრირდებიან პარლამენტში, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.