ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის ვაქცინით აცრილ აშშ-ის მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა თავისუფლად შეეძლებათ

ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა ექნება გაკეთებული, ზაფხულში, ევროკავშირის ქვეყანებში უპირობოდ შეძლებენ შესვლას. ამის შესახებ ევროკომისიის თავმდჯომარემ ურსულა ფონ დერ ლეიენმა ნიუ იორკ თაიმსთან განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფო უპირობოდ მიიღებს აშშ-ის ყველა მოქალაქეს, ვინც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ დამტიცებული ვაქცინით იქნება აცრილი.

26 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში 1 მილიარდ 23 მილიონი ვაქცინაა გაკეთებული, მათ შორის ყველაზე მეტი აშშ-ში – 228 მლნ. ევროკავშირში კი 130 მლნ. დოზა ვაქცინაა გაკეთებული. აშშ-ის მთლიანი მოსახლეობის 28,5 % სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო ევროკავშირში 7,6 %.

 

 

იტვირთბა....