ახალი ამბები

რუსეთი აშშ-ის არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია რასია 1-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში, მიმდინარეობს იმ სიის ფორმირება, თუ რომელი სახელმწიფოები იქნებიან არამეგობრულად მიჩნეული ქვეყნები. ამის შესახებ პუბლიკაციას ბიბისის რუსული გამოცემა ავრცელებს.

მარია ზახაროვას თქმით, ამ სიაში აშშ მოხვდება, რადგან მან დაიწყო არამეგობრული ნაბიჯების გადადგმა.

“თუ ვინ არის ყველაზე არამეგობრული სახელმწიფო, ამ სიის ფორმირება ახლა ხდება. ამ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო აშშ-ის მხრიდან, არამეგობრული ქმედებებით. როგორც თქვენ გესმით და მე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნუსხაში ფიგურირებს აშშ. დანარჩენ სახელმწიფოებს შეიტყობთ მაშინ, როდესაც მთავრობის განკარგულება გამოქვეყნდება“, – განაცხადა ზახაროვამ.

იტვირთბა....