ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი აღდგომის აღნიშვნაზე: ვცდილობთ, არც მწვადი დავწვათ, არც შამფური

ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, აღდგომის ღამესთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდება წირვა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ხალხის ინტერესი. ბევრი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს მოსვლის. საუბარია იმაზე, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, რომ არც ეპიდემია გავავრცელოთ, გავამძვინვაროთ და არც ადამიანები არ ჩავაგდოთ სასოწარკვეთილებაში“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომი პერიოდი მოკრძალებულად ჩატარდეს.

იტვირთბა....