ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა მირიან მესხაძე: ჩვენც კაი გოიმები ვართ, რომ ვარლამ გოლეთიანის გმირობა დავიჯერეთ!

“რაც ფეიკ ქვეყანაა, იმნაირი გმირებიც გვყავს! ჩვენც კაი გოიმები ვართ, რომ ვარლამ გოლეთიანის გმირობა დავიჯერეთ!”, – ამის შესახებ მამა მირიან მესხაძე ფეისბუქზე წერს და ამით 25 აპრილს, სალხინოს ტაძარში დაპირისპირებას ეხმაურება.

“ირმა ინაშვილთან და ფალავანდიშვილთან ერთად დაცულ სამშობლოს რა ვუთახრი მე! ეგ საპატრიარქო იქნება ბოლოს მაგ ვარლამს გაღიმებულს რომ დატოვებს”, – წერს სასულიერო პირი.

ცნობისათვის, დღეს სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე ჩავიდა ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

იტვირთბა....