ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია მეორე მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

უწმინდესის განცხადებით, ადამიანებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეხვდებიან მეორედ მოსვლას.

“ბზობა ეს არის დიდი ზეიმი, სიხარული, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული და სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოვებს ჩვენ მეორედ მოსვლას, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს არის დღესასწაული ქართული ენის, გილოცავთ, ამ დღესასწაულებს. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შეხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში”, – ბრძანა პატრიარქმა.

იტვირთბა....