ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში, 26 აპრილიდან 28 აპრილამდე,  ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....