[su_quote]ჩაივლის მძიმე მარხვის დღეები, შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულია და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვიღაცებს, ვინც პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ტელევიზიებს, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ, დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ვის ემსახურებიან. თუ მე ვარ მტყუანი, ასმაგად მაზღვევინონ, თუ ისინი არიან ერის და ეკლესიის წინაშე, ერთმაგათ ვაზღვევინოთ. ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ თუ შიგნით ვერ დავიცავით, გარეთ ვის დაგიცავთ?! კიდევ არის დრო შეინანონ, ადამიანებს დაემსგავსონ თავისი საქციელით და გამყიდველობას თავი დაანებონ, თვითონ ხომ მაინც იციან, რომ მატყუარები არიან[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტერში ქადაგებისას გააკეთა.