ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოშ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო.
როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ნიკოლოზ დიასამიძემ განუცხადა, საქმე აღძრულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.
“ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. დანარჩენ დეტალებზე, რაც გამოკვეთილი იქნება გამოძიების ფარგლებში, გაცნობებთ მოგვიანებით. მიმდინარე ეტაპზე, მიმდინარეობს დაკითხვა. დაკავებული არავინ არ არის”, – განაცხადა დიასამიძემ მედიასთან.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში დღეს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მიტროპოლიტ სტეფანეს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის პირველად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეტუკიას, ხოლო მეორედ მეუფე სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა.