მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა.
როგორც გოლეთიანმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რიონის ხეობის მცველების მარტვილში ჩასვლის მიზეზი არის ის, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას მხარი დაუჭირონ.
“ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. რაც ხდება, ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი. მხარეებად არ ვყოფთ, ვხედავთ, რომ ისეთი სიტუაციაა, ღელავს მთელი საზოგადოება. გვინდა, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს ეს პროცესი”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში დღეს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მიტროპოლიტ სტეფანეს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის პირველად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეტუკიას, ხოლო მეორედ მეუფე სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა.