ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალხინოს ეკლესიის ეზოში დაპირისპირება მოხდა

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მიტროპოლიტ სტეფანეს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის პირველად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეტუკიას, ხოლო მეორედ მეუფე სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა.

“წლებია იძახის, რომ რა სამონასტრო ადგილი ეს არისო”, – ამბობს მღვდელმსახური ბიზნესმენზე.

ტაძრის ეზოში იმყოფება მრევლი, მათ შორის, სხვადასხვა ეპარქიიდან.

მობილიზებულია პოლიცია.

იტვირთბა....