ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: საქართველოში კრიზისის ახალი, ბევრად უფრო მწვავე ეტაპი დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიზისი არათუ გადაილახა, არამედ მისი ბევრად უფრო მწვავე ეტაპი დაიწყო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშლა შეუქცევად სტადიაში შედის.

“დღე და ღამე ვფიქრობ, საქართველოს სიტუაციაზე. ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლა, სრულიად შეუქცევად სტადიაში შედის და კრიზისი არა მხოლოდ არ არის გადალახული, არამედ მისი ახალი, ბევრად უფრო მწვავე ეტაპი დაიწყო! დღე და ღამე ვფიქრობ, საქართველოს სიტუაციაზე, ჩემს ხალხზე და ჩემი სამშობლო უზომოდ მენატრება”, – წერს სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....