საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურის დასახელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კუჭავას ყოფილ სპიკერთან შედარებით, გაერთიანებლის ფუნქციის უკეთ შეთავსება შეუძლია.
მისი თქმით, კუჭავას აქვს დიდი რესურსი, იყოს ნეიტრალური.
“კახა კუჭავა არ არის ნეიტრალური მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მაგრამ რეალურად მას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია, იყოს ნეიტრალური, გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულება უკეთესად შეუძლია”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი იმედთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.