დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას რაციონალური ახსნა არ აქვს.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილება პრელუდიაა.
“ასეთი უაზრო გადადგომა ცხოვრებაში პირველად ვნახე. არანაირი რაციონალური ახსნა ამას არა აქვს. ეჭვი მაქვს, რაღაც იგავმიუწვდომელ შტერობას აპირებენ და იმის პრელუდიაა”, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.