პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის ფაქტს ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან ფოტოსურათს უართავს:
“სწორი გადაწყვეტილებაა. პოეზიას მეტი დრო და დამცირება სჭირდება”, – წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომაერის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.